TRAVEL.ALDAGI.GE
TRAVEL.ALDAGI.GE

გაისიგრძეგანე მსოფლიო!

მოგზაური ხარ? მაშინ, სადაც მოგზაურობ, ყველა ქვეყანა, ქალაქი უნდა გაისიგრძეგანო და ნამდვილ თავგადასავალში გადაეშვა.
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ დღეში მხოლოდ 1 ლარად და გაეშურე უცხო ქვეყნების და ქალაქების აღმოსაჩენად.

ალდაგის დაზღვეულებისთვის მეგალაბში კოვიდ პასპორტი
120-ის ნაცვლად 100 ლარი ეღირება

როდის შეიძლება სამოგზაურო დაზღვევის გამოყენება?

სამოგზაურო დაზღვევის გამოყენება შეგიძლია მაშინ, როდესაც შენს ჯანმრთელობას ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. არ დააყოვნო, დარეკე პოლისზე მითითებულ ნომერზე!

თუ შენგენის ზონაში არ შეგიშვეს, უარიც დაზღვეულია

უარის დაზღვევასთან ერთად, შეგიძლია, მოგზაურობის გაუქმება და უცხო ქვეყანაში შენი პირადი პასუხისმგებლობაც დააზღვიო. (მაგ: თუ დააზიანე რაიმე ნივთი მუზეუმში, ან უბრალოდ მაღაზიაში ძვირფასი სუვენირი გაგიტყდა)

ამ რისკების დასაზღვევად, მხოლოდ 10 ლარის დამატება მოგიწევს.

ყველა დაზღვეული რისკი

უბედური შემთხვევის ან უეცარი ავადმყოფობის გამო, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ დაზღვეულისთვის გაწეული მომსახურების და/ან დაზღვეულის უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების ხარჯები, სადაც შესაძლებელია მისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა.

ამ მომსახურების ფარგლებში ანაზღაურდება სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული გადაუდებელი სამედიცინო მანიპულაციების ხარჯები, თუ დაზღვეულს სამედიცინო დაწესებულებაში მოუწევს გაჩერება არაუმეტეს 24 საათისა.

დაფარვის ფარგლებში ანაზღაურდება სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული მომსახურების ხარჯები, თუ დაზღვეულს სამედიცინო დაწესებულებაში მოუწევს გაჩერება 24 საათზე მეტი დროით.

თუ დაზღვეული იძულებული გახდება გააუქმოს მოგზაურობა, ანაზღაურდება მის მიერ წინასწარ გაწეული ხარჯები, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას (ავია-ბილეთები, სასტუმრო, ბინა და ა.შ).

თუ დაზღვეული იძულებული გახდება ვადაზე ადრე შეწყვიტოს მოგზაურობა, მზღვეველი უზრუნველყოფს მისი უკან დასაბრუნებელი ბილეთის შეძენას. ასევე, ანაზღაურდება წინასწარ გაწეული ხარჯები, რომლებიც არ არის გამოყენებული და არ ექვემდებარება დაბრუნებას (მაგ: სასტუმროში გასაჩერებელი დარჩენილი დღეების ხარჯი, რომელიც არ ბრუნდება).

დაზღვეულის მძიმე ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში - დაზღვეულის (ან მისი ცხედრის) ავია ან ავტო ტრანსპორტირება საქართველოს უახლოეს საერთაშორისო აეროპორტამდე ან საქართველოს ტერიტორიის უახლოეს სასაზღვრო გამტარ პუნქტამდე.

ამ დაფარვის ფარგლებში ანაზღაურდება კბილის ძლიერი ტკივილის გაყუჩებისა და, დიაგნოზის შესაბამისად, გადაუდებელი ექსტრაქციის ხარჯები.

ანაზღაურებას დაექვემდებარება ხარჯები მხოლოდ იმ სამედიცინო მომსახურებისა, რომელიც გაეწია დაზღვეულს თვალის მწვავე ტრავმული დაზიანების დროს.

თუ დაზღვეული იძულებულია მოგზაურობა შეწყვიტოს შენგენის და უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების საზღვარზე შეშვების უარის მიღების გამო, დაფარვის ფარგლებში ანაზღაურდება მის მიერ წინასწარ გაწეული ხარჯები, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტირებისა და დაბინავების ღირებულებას (ავიარეისი, ავტობუსი, სასტუმრო, ბინა და ა.შ).

ბარგის დაკარგვის შემთხვევაში ანაზღაურდება ხარჯები, თუ აღნიშნული არ ექვემდებარება დაბრუნებას ავიაკომპანიის მიერ. დაფარვა არ ვრცელდება ჩარტერულ რეისებზე.

ავიარეისის გადადების შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია უარს აცხადებს კომპენსაციის გაცემაზე, ანაზღაურდება ხარჯები, რომლებიც საჭიროა მოგზაურის ღამის გასათენებლად სასტუმროში.

ამ დაფარვის ფარგლებში ანაზღაურდება ხარჯები, თუ მოგზაურს ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრება საზღვარგარეთ მესამე პირის მიმართ ფიზიკური და მატერიალური ქონების დაზიანების გამო (მაგ: მაღაზიაში დააზიანა ნივთი, რესტორაში გატეხა ჭურჭელი და ა.შ).

გაისიგრძეგანე მსოფლიო

დააზღვიე შენი მოგზაურობა და გაისიგრძეგანე მსოფლიო. შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა დღეში 1 ლარად.